თბილისის ძველი რკინიგზის სადგური და სევდიანი მოგონებები:

პირველი ცენტრალური სადგური თბილისში 1872 წელს აშენდა, საიდანაც მატარებლები შავი ზღვის პორტის – ფოთის, მიმართულებით მოძრაობდნენ. 1940 წელს ნაგებობა დაანგრიეს და მის ადგილზე ახალი, სტალინისტური არქიტექტურის სტილის შენობა ააგეს. 1980-იან წლებში ნაგებობა კვლავ დაინგრა და აშენდა ახალი, ამჯერად ბრუტალისტური არქიტექტურის სტილში. 1992 წელს არქიტექტორებმა ბაირამაშვილმა, ყავლაშვილმა, გ. შავდიამ და ჯიბლაძემ თავიანთი ნამუშევრისათვის სახელმწიფო ჯილდო მიიღეს. 2010 წელს სადგური გარდაიქმნა და შენობა აერთიანებს როგორც სარკინიგზო და სავაჭრო ცენტრს, ასევე სასტუმროს.
ამჟამად, ცენტრალური სადგური ხალხისთვის გახდა დასვენების, შოპინგისა და მოგზაურობის ადგილი.