თბილისი პრაიდის ფარგლებში მეორე ღონისძიება ჩატარდა

დღეს, 21 ივნისს, თბილისის პრაიდის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა  საერთაშორისო ლგბტქ კონფერენცია სახელწოდებით “თანასწორობა საჯარო სივრცეშ.

ამის შესახებ ღონისძიების ფეისბუქ გვერდზე წერენ.

ეს რიგით მეორე ღონისძიებაა, რომელიც თბილისის პრაიდის ფარგლებში, წინააღმდეგობის მიუხედავად ჩატარდა.

რაც შეეხევა ღირსების მარშს, რომელიც პრაიდის დამაგვირგვინებელი ღონისძიება უნდა ყოფილიყო, ის ორგანიზატორებმა რამდენიმე დღით გადაეს 20 ივნისის ღამეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო.