თბილისი რუსი ტურისტების ყველაზე პოპულარული მიმართულებების ხუთეულში შევიდა

2019 წლის პირველ ნახევარში თბილისი, ერევანი, მინსკი, ბურგასი და პრაღა – რუსი ტურისტების ყველაზე პოპულარულ უცხოურ მიმართულებების ხუთეულში შევიდა – მოწმობენ „Biletix“-ის სერვისის მონაცემები.

უცხოეთში მიმავალი ავიაბილეთების დაჯავშნის რაოდენობა 29%-დან 35%-მდე გაიზარდა; ხოლო რუსეთის ფარგლებში კი 71%-დან 65%-მდე შემცირდა.

ინფორმაციას „tourism.interfax.ru“ ავრცელებს.