თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 3 თვის ბავშვი გარდაიცვალა

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 3 თვის ბავშვი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, პატარას დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ ასფიქსიაა.
შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ბავშვის დედაც.
როგორც  შს სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
სამართალდამცველებმა ოჯახის წევრები და მეზობლები გამოკითხეს. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.