თბილისში უბედური შემთხვევის შედეგად მუშა გარდაიცვალა

თბილისში, კოსტავას 75 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის სავარაუდოდ, მე-15 სართულიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას მუშაობის დროს თოკი გაუწყდა.
ადგილზე უკვე მუშაობენ ექსპერტკრიმინალისტები. გამოძიება სამშენებლო წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.