თბილისში 18 მაისს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა

2019 წლის 16 მაისს, პირველი არხის მეშვეობით, ეროვნული სამოსის დღის ორგანიზატორები, ამ დღესთან დაკავშირებული წინასწარი ინფორმაციით გამოვიდნენ.
საქართველოში, ეროვნული სამოსის დღე, უკვე ოთხი წელია, აღინიშნება. ამ დღის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვისა და ტურისტებისთვის, ქვეყნის ისტორიულ-კულტურული წარსულის წარმოჩენა და მათში, ქართული კულტურისადმი დაინტერესების გაღვივება.
როგორც ორგანიზატორებმა – ბაჩანა ჭანტურიამ და დავით გოგლიჩიძემ გამოაცხადეს, წელს ფესტივალმა განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა.

წელს, ეროვნული სამოსის დღე, 30-ზე მეტ ქალაქში აღინიშნა. კერძო დაწესებულებებში კი სტუმრებს, ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი პერსონალი მოემსახურა.

ეროვნული სამოსის დღე გორში

ფესტივალმა, კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული დღესასწაულის სახე მიიღო და მილანსა და ფერეიდანშიც აღინიშნა.

 

ორგანიზატორების თქმით, ფესტივალში მონაწილეობას, არა მხოლოდ ქართველი მოსახლეობა, არამედ სხვა დანარჩენი, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც იღებენ. ღონისძიებაში ასევე საელჩოები და დიასპორები ჩაერთნენ.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ წლევანდელი ფესტივალი თვითმართულია და არ შემოიფარგლება მხოლოდ წარმოდგენებითა და დაგეგმილი ღონისძიებებით.

18 მაისი ჩხოროწყუში                                                                              18 მაისი ონში
18 მაისი ახალციხეში

მათი ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, 15:00 საათზე, თბილისის რამდენიმე მეტროსადგურთან, სხვადასხვა კუთხის ქართულ სამოსში გამოწყობილი ქორეოგრაფიული ანსამბლები შეიკრიბნენ და ხანმოკლე წარმოდგენები მოაწყეს.

პერფომანსების დასრულებისთანავე კი, ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა 600-მდე მოცეკვავემ, 16:00-ზე ევროპის მოედანზე მასშტაბური წარმოდგენა გამართავდა.

დღის ბოლოს კი, 19:00 საათზე, ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდა.