თბილისში, 3 545 აბონენტს კუსტარული გაზის დანადგარები განმეორებით ჩაუჭრეს

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, კომპანიამ თბილისში 3 545 აბონენტს კუსტარული გაზის დანადგარები განმეორებით ჩაუჭრა. მათივე განცხადებით, გაზგამანაწილებელმა კომპანიამ იმ მომხმარებლების გადამოწმება დაიწყო, რომლებსაც ბოლო სამ თვეში, დარღვევით დამონტაჟებული დანადგარების გამო, გაზის მიწოდება განმეორებით შეუწყდათ. ​

“3 545 აბონენტიდან 2 256 აბონენტმა მესამედ, თვითნებურად, კუსტარულად ჩართო საშიში და აკრძალული გაზის დანადგარები ღიაკამერიანი წყალგამაცხელებლები, ე.წ. კალონკები და გაზის გამათბობლები, რითაც საფრთხე შეუქმნეს როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე კორპუსში მცხოვრებ სხვა ადამიანებს.

გაზგამანაწილებელი კომპანიის ახალი პროგრამული მექანიზმი კომპანიის სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ავტომატურად მიიღონ ინფორმაცია, როდესაც აბონენტი თვითნებურად აერთებს ქსელიდან ჩაჭრილ დანადგარებს”,- ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.