თეა წულუკიანი: გიორგი გახარია პასუხისმგებლობას არ გაურბის!

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პასუხისმგებლობას არ გაურბის.
“ბრძანების გაცემის თემაზე მან ბრძანა, რომ ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის ზომა… გვარები და სახელები, ვინ რა ბრძანება გასცა, ეს მე არ ვიცი და გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სავარაუდოდ, ეს იყო რამდენიმე ბრძანება, ან ხადახან, რისი უფლებაც აქვს საფრთხესთან მებრძოლ ადამიანს, ინდივიდუალი გადაწყვეტილება. ამისთვის გვჭირდება გამოძიება”, — განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ წულუკიანმა.