თერმულად მომზადებული საკვების საფრთხე უკვე დამტკიცდა

ამა წლის 17 მაისს, „MedicalXpress“-ში, აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის სპეციალისტებმა სტატია გამოქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ თერმულად დამუშავებული საკვები, სიმსუქნის საწინდარია.
კვლევაში 20 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი პირველი ორი კვირა, თერმულად დამუშავებულ საკვებს იღებდნენ, ხოლო შემდეგი ორი კვირა, – დაუმუშავებელს.

აღმოჩნდა, რომ მოხალისეები, პირველი ორი კვირის განმავლობაში, წონაში თითო კილოგრამით იმატებდნენ. შემდეგი ორი კვირა კი, მათი წონა კვლავ ნორმაში დგებოდა.