თურქეთის სკოლებში ეთნიკური უმცირესობების დისკრედიტაციის ფაქტები გამოვლინდა

თურქეთის სკოლებში, ეთნიკური კუთვნილების გამო, დისკრედიტაციის აშკარა ფაქტები გრძელდება.
რუსული მედიის ინფრომაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, თურქი ფეისბუქ-მომხმარებლები თურქული სახელმძღვანელოებიდან ფოტოსურათებს ავრცელებენ, სადაც მსგავსი ფაქტები ცხადადაა წარმოდგენილი.
ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებლის თქმით, სახელმძღვანელოს მორიგ დავალებაში შემდეგი შინაარსის კითხვას წააწყდა:
„ცენტრალური აზიისა და ევროპის მონაკვეთში თურქული სამყაროს რიგებში უამრავი მეგობრული სახელმწიფოა, რომელთანაც ჩვენ კულტურული მსგავსება და მეგობრობა გვაკავშირებს.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ სახელმწიფოსთან არ გვაქვს კულუტურული მსგავსება და რომელთან არ შეიძლება მეგობრობა?

A. უზბეკეთი
B . სომხეთი
C. აზერბაიჯანი
ჩამოთვლილთაგან სახელმძღვანელოს მიხედვით სწორი პასუხი, ანუ ქვეყანა რომელთანაც მეგობრობა არ შეიძლება სომხეთია“, – წერს ფეისბუქ-მომხმარებელი.