თურქეთის ციხეში ქართველმა “კანონიერმა ქურდმა” მინდია გორაძემ (ლავასოღლი) შიმშილობა გამოაცხადა

ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე (ლავასოღლი), თურქეთის ციხეში, საქართველოში ექსდრადირების მოთხოვნით, მშრალ შიმშილობას აცხადებს.  საქართველოში კრიმინალურ ავტორიტეტს ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი. მას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გორაძე, რომელიც ინტერპოლით იძებნებოდა, თურქეთში, 2018 წლის ოქტომბერში დააკავეს.

„მინდია გორაძე თითქმის 6 თვეა, თურქეთის ციხეში ზის და არ იცის, რეალურად რაში ედება ბრალი.

თურქეთმა საქართველოს წერილობით უკვე მიმართვა, საქართველოში კი აცახდებენ, რომ ამა წლის მაისში, აღნიშნული პირის ექსტრადირების ვადა იწურება. სწორედ მსგავი პასუხის გამო, მინდია გორაძემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. მისი მთავარი მოთხოვნა საქართველოში ექსტრადირებაა,“- აცხადებს პატიმრის ადვოკატი ლექსო კობაიძე.

2018 წლის ზაფხულზე, საქართველოს სასამართლომ მ.გორაძე „კანონიერი ქურდის“ წოდების და გამოძალვის ბრალდებით გაასამართლა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას დაუსწრებლად, თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით მიესაჯა.

2018 წლის შემდეგ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ქურდული სამყაროს წევრობა სისხლის სამართლის პასუხიმსგებლობას და ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.