თურქეთში ქალაქ ტრაპზონთან ახლოს, ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა

აჭარის ჯანდაცის მინისტრ ზაალ მიქელაძის განაცხადებით, ავარიის დროს კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთმა დაშავებულმა კლინიკა უკვე დატოვა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობაშია და რიზეს კლინიკაშია მოთავსებული.
მისი ინფორმაციით, გარდაცვლილები პროზექტურაში არიან გადასვენებულნი და მათ ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მისივე თქმით, საქართველოში გადმოსვენების პროცედურები დღეს დაიწყება.

“ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან, ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ცხოვ­რო­ბენ. ავ­ტო­მო­ბილ­ში, რო­მე­ლიც ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, ოთხი ადა­მი­ა­ნი იჯდა. რო­გორც ვიცი, დე­ი­და და დის­შვი­ლე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, დე­ი­და და ერთი დის­შვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ხოლო ორი და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.