თუშეთში, სადაც ავარიის ადგილზე, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ჯგუფები ჩავიდნენ

თუშეთის ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მე-18 კილომეტრზე მანქანა გადავარდა, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა.

ადგილზე, ამ დროისთვის, სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური და 3 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფება, თუმცა მათთან კომუნიკაცია შეზღუდულია, რის გამოც არსებული ვითარება ჯერჯერობით, არ არის ცნობილი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილი თქმით, არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები, თუმცა ამ დროისათვის, უცნობია მათი რაოდენობა და ის, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ ტურისტული ვიზიტით რეგიონში.