„თქვენ უგულვებელყოფთ ხალხის ინტერესებს და ემსახურებით ზნედაცემულ ლიბერასტებს,” – გურამ ლაკია ხელისუფლებას მიმართავს

კანონიერი ხელისუფლების ეროვნული გვარდიის შტაბის ყოფილი უფროსი გურამ ლაკია, ქვეყნის ხელისუფლებას მიმართავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„დე-ფაქტო ხელისუფლებავ!-
როგორ შეიძლება დაივიწყო და აპატიო ხუნტას და მის თანამიმდევრებს დანაშაული კაცობრიობის წინაშე!
ნაცებმა ქუთაისში ააფეთქეს გერმანული ფაშიზმის წინააღმდეგ გმირულად დაღუპული 300 ათასი ჩვენი თანამემამულეების ხსოვნისაადმი მიძღვნილი მემორიალი და შეიწირეს სრულიად უდანაშაულო დედა- შვილის სიცოცხლე.
მათმა კრიმინალურმა რეჟიმებმა შეიწირა ათობით ათასი ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე, გაასხვისა ქვეყნის ტერიტორიები, დევნილად და უპოვრად აქცია მინლიონზე მეტი ადამიანი.
დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება ამ სისხლის-სამართლის დამნაშავეებთან კოჰაბიტაციაში შევიდა.
არ ებრძვის მოსახლეობის სიდუხჭირეს და განაგრძობს ახალგაზრდობის გარყვნას.
დე-ფაქტო ხელისუფლების პრენიერ-მინისტრმა განუცხადა “ევროპას “, რომ არ დაუშვებს წინააღმდეგობა შეექმნას სექსუალური უმცირესობის აღლუმს საქართველოში მარგინალი ქართველებისაგან.
თქვენ უგულვებელყოფთ ხალხის ინტერესებს და ემსახურებით ზნედაცემულ ლიბერასტებს.
გავიწყდებათ, რომ საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი!
ლიბერასტები 9 მაისს ვაკის პარკში შეურაცხყოფდენ ცოცხლად დარჩენილ თითო-ოროლა მეორე მსოფლიო ომის გმირ ვეტერანებს.
ამ უმსგავსობას კოჰაბიტირებულთა აღშფოთება არ გამოუწვევია.
პერიფრაზი : პაპანდოპულო შენ პაპა გყავდა?!
ჩვენი ქვეყნის შველა სამართლიანობის აღდგენაშია!
ხუნტა და ხუნტის მემკვიდრეები უნდა იქნენ სისხლის – სამართლის მძიმე დანაშაულში მხილებულები და სამართლებრივად დასჯილები!
ხელისუფლებაში მოსვლის ძალადობრივი გზა – დაგმობილი!
დაუსჯელი დანაშაული განმეორებადია, რაც შესაძლებელს ხდის, ჩვენს გავერანებულ ქვეყანაში მორიგი სისხლისღვრა გამოიწვიოს.
ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“- წერს გურამ ლაკია.