იერუსალიმის ყოფილი პატრიარქი რეანიმაციაშია

ბერძნული გამოცემა “რომფეია” იყტობინება, რომ იერუსალიმის ყოფილი პატრიარქი ირინეუსი ადგილობრივ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს ფილტვების შეშუპების და გულის არითმიის დიაგნოზით. 

გამოცემა გვამცნობს, რომ მიუხედავად ავადმყოფის მძიმე მდგომარეობისა, კლინიკის საუკეთესო ექიმები ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ და იმედი აქვთ რომ პაციენტი მალე გამოჯამრთელდება.

იერუსალიმის პატრიარქი ირინე (სკეპელიტი)  ეკლესიის საჭეთმპყრობელი 2001წ დან 2005 წლის 6 მაისამდე იყო.  წმინდა სინოდმა ირენეუსს ბრალი დასდო საეკლესიო ქონების ებრაული კომპანიებისთვის გრძელვადიანი არენდით გადაცემაში და 13 ხმით 4 წინააღმდეგ ის საპატრიარქო ტახტიდან დაითხოვა. მას მხოლოდ ბერის სტატუსი შეუნარჩუნდა რასაც წმინდა ქალაქის ყოფილი პატრიარქი არ აღიარებს.

https://spzh.news/ru/news/63359-byvshij-patriarkh-ijerusalimskij-irinej-popal-v-reanimaciju