ილჰამ ალიევმა საჩუქრად „ვეფხისტყაოსანი“ მიიღო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Caspian Agro 2019-ზე, საჩუქრად შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსნის“ ექსკლუზიური გამოცემა მიიღო, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საჩუქარი ალიევს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ გადასცა, როდესაც იგი გამოფენაზე წარმოდგენილ ქართულ ექსპოზიციას ათვალიერებდა.