ინდოეთის ოკეანეში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

დღეს, ინდოეთის ოკეანის კარლსბერგის წყალქვეშა ქედებთან 5,8 მაგნიტუდი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური აცხადებს.

ეპიცენტრი მალდივების კუნძულიდან 619 კილომეტრში დაფიქსირდა და 10 კილომეტრის სიღრმეში გავრცელდა.

ინფორმაციას „mk.ru“ ავრცელებს.