ინდოეთში ძლიერი სიცხისგან 29 ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთში ძლიერი სიცხისგან 29 ადამიანი გარდაიცვალა, 30-ზე მეტი ადამიანი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ჰაერის განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ბიჰარის შტატში ფიქსირდება, სადაც უკვე ერთი თვეა, ანომალიურ სიცხესთან გამკლავებას ცდილობენ. ტემპერატურა 40 გრადუსზე ქვემოთ რამდენიმე დღეა, არ ჩამოდის. დედაქალაქ ნიუ-დელიში კი, 10 ივნისს ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუსს გადააჭარბა.

 

წყარო:1tv.ge