ახალგაზრდებმა 28 მაისი გარეჯის დაცვის დღედ გამოაცხადეს

ინტერნეტსივრცეში დავით გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით რადიკალური მოწოდება ვრცელდება:

ყველანი გარეჯში! 28 მაისს დილის 9 საათზე პარლამენტის შენობასთან ვიკრიბებით და მივდივართ დავით გარეჯში!!! მოძმე მეზობლებს სურთ თავიანთი დამოუკიდებლობის დღეს მსვლელობის მოწყობა “ალბანურ”დავით გარეჯში… #არგაუვათ!

ჩვენს სიმრავლეზე, ერთობაზე, რწმენაზე, შეუპოვრობაზეა დამოკიდებული, დავკარგავთ და დავუკარგავთ თუ არა შვილებს დავით გარეჯას!

მე ჩემს შვილებს მინდა შევუნახო და არ შემრცხვეს მათი, რატომ ვერ დავიცავი გარეჯა!

წინაპრებით ჩვენამდე მოტანილი, ჩვენს შვილებს, მომავალ საქართველოს ეკუთვნის… ჩვენ მცველები ვართ წინაპართა სისხლის, მიწის, რწმენის…
ადრე თუ სხვისი ბრალი იყო რამის დაკარგვა, ახლა ჩვენი უმოქმედობის, უნიათობის, სიზარმაცის, გათითოკაცების ბრალი იქნება… მერამდენე მონასტერზე, ძეგლზე, მიწის ნაგლეჯზე უნდა ვილაპარაკოთ წარსულ დროში!
მიწის დაცვის დროა!!!

#გვეყოკარგვა! #გარეჯისაქართველოა
#გიდებისაქართველოსთვის
#შვილებისათვის
#მომავლისათვის
#ღმერთისთვის

ტრანსპორტი კვლავ ჩვენგან იქნება, თქვენგან დროშები, წყალი, ლანჩი, ბათინკი ან ბოტასი და გრძელი შარვალი და კეპი ან ბენდენა!…
7-8 წლის ასაკიდან ბავშვები წამოიყვანეთ, იცოდნენ რას ვიცავთ, იგრძნონ ერთობა, შეიცნონ ქვეყანა, გადავადოთ მუხტი #ძალაერთობაშია

https://www.facebook.com/events/2430750630502743/