იოგურტი მამაკაცებში კუჭ-ნაწლავის კიბოს წარმოქმნას უშლის ხელს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იოგურტის ხშირი მირთმევა, კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას ცვლის, რაც კიბოს წარმოქმნას ხელს უშლის.
საკითხის შესასწავლად, ამერიკელმა მეცნიერები ადენომატოზური პოლიპებით დაავადებული 32 606 მამაკაცის და 55 743 ქალბატონის ცხოვრების წესს და კვების რაციონს, მათ შორის იოგურტის რაოდენობის მიღებას ადევნებდნენ თვალყურს. მონაცემებს 25 წლის განმავლობაში აგროვებდნენ.
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ამ პერიოდში მამაკაცებს 5811 პოლიპი განუვითარდა, ხოლო ქალბატონებს – 8116, – ავრცელებს „med.vesti.ru“.