ირაკლი კობახიძემ ბაქოში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში ბრუნდება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბაქოში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში ბრუნდება.
თბილისში ბრუნდებიან საქართველოს დელეგაციის აზერბაიჯანში მყოფი წევრებიც.
პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ცნობით, ირაკლი კობახიძე უკვე გზაშია.
შესაბამისად, გაუქმდა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დანიშნული ღონისძიებები, მათ შორის – შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან.