ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:

-„მწუხარება მინდა გამოვთქვა თეატრისა და კინოს მსახიობის მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო. მინდა სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.მარინა ჯანაშიას შექმნილმა არაერთმა დასამახსოვრებელმა სახემ თეატრი შეაყვარა ახალი თაობის მაყურებელს, კინოფირებმა შემოგვინახეს მისი გამორჩეული სამსახიობო ოსტატობა.

ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებს მარინა ჯანაშიას – ამ ნიჭიერი მსახიობის გარდაცვალებას, მისი სახით თეატრალურმა საზოგადოებამ კიდევ ერთი დიდი დანაკლისი განიცადა”.

71 წლის ასაკში მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა.

მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. ის რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრში დაბრუნდა.

გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მათ შორის – “კუკარაჩა” (ანიკო), “მარადისობის კანონი” (მარიამი), “სიბრძნე სიცრუისა” (მელა) რეჟ. ნანა ხატისკაცი “გრძელი ნათელი დღეები” (მასწავლებელი) რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი.