ირაკლი შიხიაშვილი: ბოკერიას-უგულავას ხროვა და ოცნებაში მოკალათებული რენეგატები, ერთობლივად ახორციელებენ საქართველოში, რუსეთის დივერსიულ გეგმას!

“ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და თვლის, რომ ბოკერია-უგულავა და მმართველი გუნდის წევრები დესტაბილიზაციის გეგმას ერთობლივად ახორციელებენ:

“ბოკერიას-უგულავას ხროვა და ოცნებაში მოკალათებული რენეგატები, ერთობლივად ახორციელებენ საქართველოში, რუსეთის დივერსიულ გეგმას!

პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა პუტინის განცხადებებით!

ბოკერია და კობახიძე დიდხანს თანამშრომლობდნენ და გეგმავდნენ ლავროვთან, გავრილოვთან, საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმას!

დოყლაპია ოცნების ხელისუფლება იოლად წამოაგეს მიუტევებელ პროვოკაციაზე!

ყველაფერი დაბრალდა და შეეწმინდა ხელისუფლებას!

ეკონომიკური ემბარგო რუსეთის მხრიდან, სანამ ბაზრების დივერსიფიცირებას მოვასწრებთ, სწრაფად დაასვამს საშინელ გაჭირვების დაღს ჩვენი ქვეყნის და მოსახლების ეკონომიკურ მდგომარეობას!

ქვეყანა, რომლიც თავისი მოსახლეობის გამოსაკვებ საკმარის პროდუქტს ვერ ქმნის, რომლის ყველა სტრატეგიული ობიექტი, სააკაშვილი-ბოკერიას წარსულის “დამსახურებებით”, რუსეთის ხელშია,
ტურიზმი, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი, მიმართულებაა ჩვენი ეკონომიკის, უდიდეს დარტყმას მიიღებს (50%! ტურისტების რუსია)!

ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება!

საქართველო, დაჩოქებული, ან წაკუზული, უფრო მეტად დაემონება ოკუპანტ რუსეთს!

განტევების ვაცი გახდება ოცნება, რომელსაც ხალხის სიძულვილი და მრისხანება დაატყდება თავს!

აი, რას გვიჩალიჩებს გარეწარი ბოკერიას ხროვა და ოცნებაში მოკალათებული მისი სატელიტები!

ეს უნდა შევაჩეროთ!!!

ყველა დაუყოვნებლივ უნდა გავერთანდეთ ამ დივერსიის წინააღმდეგ!

უნდა ავუხსნათ ჩვენს მოტყუებულ მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, სინამდვილეში რას ემსახურება ეს აქციები!!!

ოცნების ხელისუფლებას, ამ საბედისწერო შეცდომების დაშვების გამო, არჩევნებით უნდა ვაგებინოთ პასუხი!

აი ჩემი სიტყვების დასტური!
7 თვის წინ: ქუცნაშვილი, გავრილოვი და გიგი წერეთელი!
გთხოვთ, მაქიმალურად
გ ა ზ ი ა რ ე თ! ” – წერს ირაკლი შიხიაშვილი სოციალურ ქსელში.