ირაკლი ჯანყარაშვილი: ენერგიას ნუ ხარჯავთ ერთმანეთთან ბრძოლაში, გარე მტერიც საკმაოდ გვყავს!

გახშირდა ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა და გაურკვეველი ბრალდებების წაყენება სუსის დაფინანსებულების და არ დაფინანსებულების მხრიდან… ისე, რომ კითხო ყველა ეროვნულია და გაერთიანების მოწოდებით გამოდიან, მაგრამ თვითონვე თესავენ ნიჰილზმს და ქაოსს, რატომღაც ისეთი წარმოდგენები აქვთ, რომ სახელმწიფო ლანგრით უნდა მივართვათ, მაგრამ ეკუთვნით თუ არა ეს ქვეყანა, ამაზე არ ფიქრობენ და არც მათზე წარმატებულების მოაზრება სურთ ხელისუფლებაში. მაგრამ, აქ ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი მაშინ იბადება,როცა გაწერილ გეგმასავით, იწყებენ ორკესტრირებულ შეტევას დღეს კონკრეტულ პიროვნებაზე, ხვალ გარკვეულ პოლიტიკურ მოძრაობაზე და უკვე იმ მედიაზე,რომელიც ერთ-ერთი იმათგანია, ეთერს რომ უთმობს კონსერვატიულ აზრსს. მგონი ცოტა უხერხულია კონსერვატიულად აზროვნებდე, ეროვნულებში მოიაზრებდე თავს და სხვა მსგავსი მსოფლმხედველობის მქონე პიროვნებების კირიტიკას მეტ დროს უთმობდე, ვიდრე მემარცხენე ლიბერალებისას.
ყოველ დღეს ვიღაცის მხილებაში ატარებდე და ამდროს თივითონ სამხელად იხდიდე თავს.

მგონი ვთანხმდებით იმაზე,რომ ეროვნული ძალების – თუ რათქმაუნდა გვყავს, ან რაც გვყავს – მათი დაქსაქსვა მხოლოდ’
1) სუსის 2) აშშ-საელჩოს 3) ბოკერია-სააკაშვილის ინტერესებში შედის.

ვინ თესავს ნიჰილიზმს – ამაში უკვე თქვენ უნდა გაერკვეთ.

ისე კი, ნამდვილად არ არის, კომპრომატებით ომების დრო და ერთმანეთზე ხელის გაშვერის, ამ ქვეყანას შველა ჭირდება.
რაღაცეების გადაფასება და გაანალიზება არ გვაწყენდა, ენერგიას ნუ ახარჯავთ ერთმანეთთან ბრძოლას, გარე მტერიც მრავლად გვყავს – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ჯანყარაშვილი.