ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თეირანში ვიზიტზე უარი უთხრა

ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თეირანში ვიზიტზე უარი უთხრა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ირანის მთავრობას მოლაპარაკებების გამართვა თეირანში შესთავაზა.  ირანის ხელისუფლების წევრებისგან კი უარი მიიღო.

„ცოტა ხნის წინ, თეირანში ვიზიტის და ირანელ ხალხთან პირდაპირი საუბრის ინიციატივით გამოვედი. რეჟიმმა ჩემი შეთავაზება არ მიიღო.  არ გვეშინია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ​ ჯავადზარიფის, რომელიც ჩამოდის ამერიკაში, სადაც იყენებს უფლებას ილაპარაკოს თავისუფლად. ნუთუ აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმის მდგომარეობა იმდენად ცუდია, რომ მე არ მრთავს უფლებას იგივე გავაკეთო თეირანში? რა იქნება, თუ ხალხი გაუფილტრავ და სრულ სიმართლეს გაიგებს?“ – დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივან​მა მაიკ პომპეომ „ტვიტერში“.