იუნა შაფათავა: ივანიშვილთან, სიამოვნებით, კარისკაცადაც ვიმუშავებდი, თან უანგაროდ!

მსახიობი იუნა შაფათავა, სოციალურ ქსელში, ქართული მედიის იმ ნაწილს ეხმიანება, ვინც მის დას „მდივნად“ მოიხსენიებს.

როგორც მსახიობი აღნიშნავს, დეა შაფათავა „ქართუ ბანკის“ ბიზნეს-განვითარების დირექტორია და არა მდივანი:

“მე მგონი სიტყვა “მდივანი” დიდი ხანია ამოვარდა ბიზნეს ლექსიკონიდან.

ძალიან გთხოვთ, სანამ ჩემი დის, დეას “თანამდებობას” დაასახელებთ, ადამიანების სტატუსებით “დაწერილ” სტატიებში, გადაამოწმეთ იმ პიროვნებასთან, ვის “მდივნობასაც” აწერთ.
ჩემი და დიდი ხანია “მდივნის” ასაკიდანაც გამოვიდა და ძალიან over qualified არის, აი ისე, გუშინდელ და დღევანდელ მინისტრებზე მეტად, რომ “მდივანი” უძახოს ქართულმა მედიამ.

მისი ოფიციალური პოზიცია დღეს “ქართუ ბანკის” ბიზნეს-განვითარების დირექტორია.

აქვე დავძენ, ივანიშვილთან, სიამოვნებით, კარისკაცადაც ვიმუშავებდი, თან უანგაროდ, ლეგენდასთან მუშაობა უდიდესი პატივია, მაგრამ თქვენი დასკვნები, თუ ვიღაცის ზეპირად მონათხრობი, ჩემი დის “პოზიციაზე”, საქართველოს ისტორიაში უდიდესი მეცენატის სამეფო კარზე, არაზუსტია.

ეს არ არის ოფიციალური განცხადება, ეს ჩემი, როგორც დეას დის, კორექტივია.

მადლობა ყურადღებისთვის!”- წერს მსახიობი.