კარასინი: ოპოზიციონერი რადიკალები ყველანაირად ცდილობენ ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის შეჩერებას

თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილემ, გრიგორი კარასინმა უწყების სახელით კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ საქართველოში ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა იმისთვის გამოიყენა, რომ თბილისის ქუჩებში არეულობა მოეწყო.
„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რომლის სხდომის ჩატარებაც დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი თბილისში, ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა გამოიყენა იმისთვის, რომ მოეწყო არეულობა ქუჩაში“, – განაცხადა კარასინმა.
მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართველი პოლიტიკოსების რადიკალური ნაწილის განზრახვებს. კარასინის განმარტებით, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შეუშალონ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას.
ამასთან, კარასინის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ასამბლეის მონაწილეები არ დაზარალებულან და სახლში დაბრუნდნენ.
“რაც შეეხება ურთიერთობებს – ჩვენ გავაგრძელებთ მეთოდურად, წყნარად მუშაობას თბილისთან ჩვენი ურთიერთობების მოგვარებასა და აქტივიზაციაზე”, – დაამატა კარასინმა რუსულ მედიასთან საუბრისას.