კახა კალაძე: „როგორ შეიძლება, ძალით გამოიყვანო 150 ათასი ადამიანი – ეს შეუძლებელია“

ტელეკომპანიაიმედისგადაცემაშიარენა“ , პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმამ კახა კალაძემ განაცხადა:

„როგორ შეიძლება, ძალით გამოიყვანო 150 ათასი ადამიანი – ეს შეუძლებელია

ამ ადამიანების პროტესტიც და მუხტიც გამოწვეული იყო იმ დესტრუქციული ქმედებებით, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ახორციელებენ.

 რა თქმა უნდა, ეს აქცია მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხრიდანქართული ოცნებისმიმართ უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულება იყო. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ იქ ძალით მოყვანილი ადამიანები არ ყოფილან.  ამ ადამიანების პროტესტიც და მუხტიც გამოწვეული იყო იმ დესტრუქციული ქმედებებით, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ახორციელებენ. ხალხს უნდა სიმშვიდე. ამ ქვეყანაში ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს მხოლოდ არჩევნების გზით. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ მოაწყოს სისხლისღვრა, დაპირისპირება, გადატრიალება. ამას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია ექნება. ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას დღეს სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება სჭირდება“.