კლოდ მონეს შედევრი, აუქციონზე, £ 28 მილიონად გაიყიდა

ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაბლოკა. ამ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მხატვრის შედევრი, 2019 წლის თებერვალში, £ 28 მილიონად აუქციონზე გაიყიდა. მისი  მფლობელი, Le Palais Ducal -ს ტილოს ქვეყნიდან გატანას გეგმავდა.

კანონმდებლობის თანახმად, ბრიტანეთის მთავრობას ნახატის უცხოეთში გატანის შეჩერება მხოლოდ 3 თვით შეუძლია. გალერეა თანხის შეგროვებას ცდილობს. თანხა £ 706 800 დღგ-ს სახით ემატება.

ნახატი ბერლინელმა მეწარმემ ერიჰ გერიცემ 1925 წელს იყიდა. 1930 წელს ის საცხოვრებლად ბრიტანეთში გადავიდა. შემდეგ ოჯახმა ნახატი გაყიდა.

„კლოდ მონე ბრიტანულ კოლექციებში 1900 წლის შემდეგ იშვიათობას წარმოადგენს. ნახატი მხატვარმა ბოლო პერიოდში შექმნა. ეს იშვიათი ნახატია.  მისი  ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კლოდ მონეს შედევრი ბრიტანეთში დარჩეს“, – განაცხადა ბრიტანეთის ხელოვნების მინისტრმა რებეკა პოიმ.