ირაკლი კობახიძე ვლადიმერ ზელენსკის: „ნუ დანიშნავთ ავანტიურისტ სააკაშვილს თანამდებობაზე”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელინსკის კვლავ ურჩია, არ გაიმეოროს ქვეყნის წინა ხელისუფლების შეცდომები და საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დანიშნოს რაიმე თანამდებობაზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის მოქალაქეობა ოფიცლაურად დაუბრუნა.

„უკრაინა საქართველოს ისტორიული მეგობარია, შესაბამისად, სააკაშვილისთვის შესაძლო თანამდებობის შეთავაზება გავლენას არ მოახდენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, თუმცა, მე არ ვურჩევდი ჩვენს უკრაინელ კოლეგებს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ ვიცით, წინა ჯერზე ეს რითაც დასრულდა. შედეგი იგივე იქნება. როდესაც ავანტიურისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ მიდის საუბარი, ასეთი შედეგი გარდაუვალია”, – განაცხადა კობახიძემ ტელეარხ „მაესტროს”  ეთერში მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალქეობის დაბრუნების შესახებ კომენტარისას,

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის პერსონა საქართველოში აქტუალობას კარგავს.