კოკა მორგოშია: დავით გარეჯს ქართველი ერი არავის დაუთმობს! აზერბაიჯანელებს სანქციებით დავუპირისპირდეთ!

პოლიტიკური მოძრაობა “ალტერნატივა საქართველოსთვის” თავმჯდომარე კონსტანტინე (კოკა) მორგოშია საქართველოს მთავრობას აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს.

საჯარო განცხადებაში, რომელსაც იგი ავრცელებს, კერძოდ, ნათქვამია:

მივმართავ მთავრობას და პარლამენტს გარეჯის ირგვლივ არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.

აზერბაიჯანელებს გარეჯამდე გზა გაყავთ

ყველა შესაბამისმა უწყებამ სასწრაფოდ მოახდინეთ რეაქცია აზერბაიჯანის მთავრობის პროვოკაციულ ქმედებებზე, ვიდრე  სისხლი არ დაღვრილა:

  •  სასწრაფოდ დააწესეთ აზერბაჯანის მოქალქეებისთვის სავიზო რეჟიმი.
  • აზერბაიჯანულ მხარეს შეუწყვიტეთ სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდება!
  •  სასწრაფოდ გააუქმეთ, ცალმხრივად აზერბაიჯანთან გაფორმებლი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებები.
  •  სასწრაფოდ შეწყვიტეთ სარკინიგზო მიმოსვლა აზერბაიჯანთან!
  • ქართულმა ლოჯისტიკურმა ლოკაციებმა შეწყვიტონ ტვირთების მიღება აზერბაიჯანის მიმართულებით.
  • გადადეთ 26 მაისის ყველა საზეიმო ღონისძიება, რაც ხვალ არის დანიშნული და არ გააღიზიანოთ საზოგადოება საბოლოოდ. საზეიმო ჩვენ არაფერი გვაქვს,  მითუმეტეს ხვალ!
  • თავს ნუ დაიღუპავთ და ნურც ქვეყანას ჩაიყოლებთ. დავით გარეჯს ქართველი ერი  არავის არასოდეს დაუთმობს!