კონსტანტინე მორგოშია: განგაში!!! ბათუმის ცენტრში უდიდესი საფრთხის შემცველი ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპირებენ!

პოლიტიკური მოძრაობა “ალტერნატივა საქართველოსთვის”თავმჯდომარე კონსტანტინე მორგოშია, სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს და მოსახლეობას კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდებს:

“SOS! SOS! ძალინ საგანგაშო და უკიდურესად დიდი საფრთხის შემცველი ინფორმაცია მოვიდა ჩემამდე. სხვადასხვა ადამიანებთან კომუნიკაციის შედეგად და საკითხის შესწავლის შემდგომ, საბოლოო ანალიზით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა მზადდება აჭარაზე და კონკრეტულად ბათუმზე!

ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილის და თურქი ტერორისტის, ფეთჰულაჰ გიულენის გეგმა აჭარის გათურქების მიზნით, როგორც ვიცით ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაიწყო და 2011 წლისთვის პიკს მიაღწია. ათასობით თურქეთის მოქალაქეს და სპეც. სამსახურების თანამშრომელს, მოღალატე სააკაშვილმა, გიულენის დავალებით დაურიგა ჩვენი ქვეყნის ტერიტოირიები და მოქალაქეობა! აჭარის რეგიონი ახლაც სავსეა ამ ხალხის ლობისტებით და მათ მიერ დაფინასებული საქართველოს მტრებით, ისეთებით, როგორიც არის, მაგალითად, ნაკაიძე და მისი მსგავსი დესტრუქციული პერსონაჟები, რომლებიც ამოფარებულები არიან ჩვენს მუსლიმ ძმებს და რელიგიას!

როგორც ჩანს, მათ აჭარის ოკუპაციიის აღნიშნული ტემპები არ აკმაყოფილებთ და ამიტომ, ახლა შეფარულად, ვითომ ყაზახური და უზბეკური ინვსეტიციით, აპირებენ ბათუმის შუა გულში უდიდესი საფრთხის შემცველი ქიმიური ტერმინალის მშენებლობას! ამის შემდგომ, წავა შავი პიარი (პრინციპში ლოგიკურიც) ბათუმის და აჭარის რეგიონის ეკოლოგიურად, კატასტროფის პირას მყოფი რეგიონის შესახებ!

აღნიშნული შავი პიარი, ფაქტობრივად, გაანულებს აჭარის ტურისტულ პოტეციალს და ტურისტების ნაკადს და ავტომატურად უძრავი ქონების ფასებს დაწევს მინიმუმ 75-80%-ით!

აი სწორედ მაშინ ამუშავდება სააკაშვილის და გიულენის დროს ჩადებული ნაღმი და ის ათასობით თურქი და მათზე მიყიდული ვაი-ქართველები დაიწყებენ ამ ჩამოფასებული აქტივების ყიდვას და აჭარის ფაქტობრივად უსისხლოდ და უხმაუროდ გადმოფორმებას!

აღნიშნული დაჯგუფება განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდგომ, რაც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ბათუმი შეიყვანს მსოფლიოს 100 მწვანე ქალქის ნუსხაში და ამით ფაქტობრივად დაადეკლარირეს ის, რაც ისედაც ცხადი იყო. ის, რომ ბათუმი არის ქართველების და ევროპელების აშენებული ქალაქი და ბათუმი ევროპაა!

პ.ს მოუწოდებ ყველა ქართველს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ჩვენს მოძმე ქრისტიან ქვეყნებს და პირველ რიგში, ჩვენს აჭარელ ძმებს და დებს! ქუდზე კაცი გამოვიდეთ და ეს უბედურება თავიდან ავიცილოთ! უფალმა დალოცოს ქართველი ერი და ჩვენი ქვეყანა!”- წერს კონსტანტინე მორგოშია.