კონსტანტინე მორგოშია: ქართული პოლიტიკა უკვე იაფფასიან ცირკს დაემსგავსა. 

პოლიტიკური მოძრაობა “ალტერნატივა საქართველოსთვის” თავმჯდომარე კონსტანტინე მორგოშია დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

” SOS! ძალიან სასცილო სიტუაციაა! ქართული პოლიტიკა უკვე იაფფასიან ცირკს დაემსგავსა.

დღეს ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა, რომ 2020 წლის არჩევნები, ჩატარდება პროპორციული სიით და თან 0% ბარიერით, რაც ქვეყნის დიდი ნაწილის დაბოლებაა კიდევ ერთხელ. ახლა ჩამოგიწერთ ზუსტ სცენარს:

1) რანაირად შეძლებს ბიძინა და “ქართული ოცნება”, შეცვალოს ეს ყველაფერი, როცა მათ არ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა?!

2) თუ ნაცები და ევრო-ნაცები ამაზე დათანხმდნენ, ე.ი. ისინი თავიდანვე გარიგებულები იყვნენ და გავრილოვის სახელობის სპექტაკლიც, როგორც ვეჭვობდით, მათი ერთობლივი სცენარი იყო.

3) თუ ამ სცენარზე ნაცები და ევრო ნაცები არ დათანხმდნენ, მაშინ ეს კიდევ უფრო ამყარებს იმ თეორიას, რომ ისინი კოჰაბიტაციაში კი არ არიან, არამედ ერთი და იგივე ძალაა, რომლებიც 9+7 წელია ხალხს აბოლებენ. ანუ თუ არ დათანხმდებიან ამ ყველაფერს, ბიძო, ისევ თავის სატელიტ ნაცებს და ევრო-ნაცებს დააბრალებს.

4) თუ ამ ორი ძალის გარეშე დაალაგა ეს თემა, ანუ ვითომ მასზე გაბრაზებული ძველი მეოცნებეები დათანხმდნენ და ა.შ, ე.ი. კარგად ივაჭრეს ბიძოსთან და მათ ისევ ვიხილავთ, მომავალ პარლამენტში, ვითომ ბიძოს ოპოზიცად.

პ.ს მოკლედ, ადრე მეტ პატივს გვცემდნენ და უფრი ხარისხიანად გვაბოლებდნენ მაინც, ახლა ესეც ეზარებათ ამათ და ამ ყველაფრის გამო, ღირდა, ეს თავალდათხრილი ბავშვები?”- წერს ფეისბუქის პირად გვერდზე კონსტანტინე მორგოშია.