კონსტანტინ კოსაჩევი: რუსოფობია მრავალი ქვეყნის დამახასიათებელი თვისებაა

რუსოფობია 20-30 ქვეყნისათვის, დამახასიათებელია თვისებაა, რომელიც მედია-სივრცეზეც ეფექტურად მოქმედებს და ცდილობს მთელს სამყაროში ანტირუსული განწყობა შექმნას, – ამის შესახებ რუსეთის საკომიტეტო საბჭოს თავჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსული ენის პოპულარიზაცია, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ყველაზე ეფექტური გზაა.

„მე ვფიქრობ, რომ საზღვარგარეთ ყოველ რუსულ ცენტრში უნდა მუშაობდნენ რუსული ენის სპეცილისტები, რუსისტები. ყოველ ჩვენს საელჩოებშიც უნდა გავაძლიეროთ ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია. ასევე, მომხრე ვარ, რომ უცხოეთში რუსული უნივერსიტეტები გავხსნათ. ეს ყოველთვის ამართლებდა და კარგ შედეგს გვაძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ ამას ფინანსური რესურსი სჭირდება, სამომავლოდ ისეთ კარგ შედეგს მივიღებთ, რომ მასზე დაყრდნობა შეგვეძლება,“ – აცხადებს კოსაჩევი.