კონსტანტინ ხაბენსკის საბავშვო დღესასწაულზე ხელი „დაუწვეს“

მსახიობი კონსტანტინე ხაბენსკი თავის მეუღლესთან, ოლგა ლიტვინოვასთან ერთად მათი 3 წლის ქალიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავდა, როდესაც მოულოდნელად, ხაბენსკის ხელს ცეცხლი მოეკიდა.

ბავშვის მშობლებმა პატარასთვის სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტეს და სახლში ანიმატორები დაპატიჟეს. როგორც მსახიობის მეუღლე ოლგა ლიტვინოვა ამბობს, სახალისო ღონისძიებებში როგორც პატარები, ასევე დიდებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.

ინფორმაციას „eg.ru“ ავრცელებს.