კონსტრუქტორმა ბექა ჯანუაშვილმა პირველი ქართული ელექტრო მოტო-ველო ააწყო

ველოსიპედებისა და ბაიკების თვითნასწავლმა კონსტრუქტორმა ბექა ჯანუაშვილმა პირველი ქართული ელექტრო მოტო-ველო ააწყო, რომელსაც საქართველოში და საზღვრებს გარეთ ანალოგი არ აქვს.

მას  ბათუმში კომპანია “ბექსონი” აქვს, სადაც ველოსიპედებს ექსკლუზიურად, მხოლოდ საკუთარი დიზაინითა და ესკიზების საშუალებით ქმნის.

მას ელექტრო მოტო-ველოს სერიის გამოშვება და წარმოებაში ჩაშვება სურს.