კოსტავას ქუჩის მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო – პირველადი დასკვნები

კოსტავას ქუჩის მშენებლობაზე, მომხდარ შემთხვევას რომელსაც, 50 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსვერპლა სპეციალისტები სწავლობენ.
ადგილზე მუშაობდნენ შრომითი უსაფრთხოების ინსპექტორებიც.
შრომითი პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი მაია მიქაია პირველადი დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს.
„პირველადი დათვალიერებით ჩანს, რომ დარღვეულია როგორც, ხარაჩოს ექპსლუატაციის უსაფრთოხების ნორმები, ასევე ხარაჩოს სადემონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებული ნორმები. ჩვენ გამოვკითხეთ აღნიშნულ მშენებლობაზე დასაქმებულები.
გამოვითხოვეთ შესაბამისი მასალაც, საბოლო დასკვნის გაკეთება ყველაფრის საფუძვლიანად შესაწავლის შემდეგ შეგვეძლება“- აცხადებს ექსპერტი.
მშენებლობაზე დაღუპულთა რიცხვი საგანგაშოა. მხოლოდ მიმდინარე წელს მშენებლობაზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 11 მუშა გარდაიცვალა.