კურორტ ბეშუმში დასუფთავების აქცია ჩატარდა (ფოტოკოლაჟი)

მოახლოებულ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, კურორტ ბეშუმში დასუფთავების აქცია გაიმართა.
როგორც  ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციაშია ნათქვამი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა ბეშუმის მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.