ლადო კახაძე, კარდაკარის პრინციპით, ოჯახებს ესტუმრა

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატმა, ლადო კახაძემ ვერისუბანში  ოჯახები კარდაკარ შემოიარა და მოსახლეობას საკუთარი პროგრამა დეტალურად გააცნო.
მმართველი პარტიის კანდიდატმა ამომრჩევლებისგან მათი საჭიროებები მოისმინა და გასცა პირობა, რომ არჩევნებში გამარჯვებისთანავე ყოფითი პრობლემების გადაჭრას დაიწყებს.
კარდაკარი სასტუმრო „საქართველოში“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანების ოჯახებში ჩატარდა, სადაც ლადო კახაძემ უპირობო მხარდაჭერა მიიღო.