ლადო კახაძე შალვა შავგულიძეს: რატომ დგახარ იმ ადამიანებთან, რომელთა სახიდან სისხლი არასოდეს ჩამოიბანება

ხომ იცოდი, რომ სულხან მოლაშვილს აწამებდნენ, ხომ იცოდი, ვინ აწამებდა, რატომ დგახარ იმ ადამიანებთან, – ამ შეკითხვით „ქართული ოცნების” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ,  მის ოპონენტს, შალვა შავგულიძეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებზე მიმართა.

„მე და შენს შორის სულხან მოლაშვილის სულია, ჩემი ძმაკაცის, უმცროსი მეგობრის და ძალიან ახლობლის. ეხლა გეკითხები, ხომ იცოდი, რომ სულხან მოლაშვილს აწამებდნენ, ხომ აქვს ნათქვამი, რომ მაწამებდაო, ხომ იცოდი ვინც აწამებდა იმის სახელი და გვარი , რატომ დგახარ იმ ადამიანებთან, რომლებსაც სისხლი აქვთ და ეს სისხლი არასოდეს ჩამოიბანება მათი სახიდან. ვერც შენნაირი წესიერი კაცი იმ სისხლს ვერ ჩამობანს. ახლა უპასუხე მოსახლეობას, რატომ დგახარ იქ?” – განაცხადა ლადო კახაძემ.