ლადო სადღობელაშვილი: გივი, საიდან – ასეთი დეტალური ინფორმაცია?

“გავეცანი გივი თარგამაძის განცხადებას და გამიჩნდა შეკითხვა, საიდან ასეთი დეტალური ინფორმაცია?!
— გივი თარგამაძეს ინფორმაციით 20 ივნისს მომიტინგეთა დარბევაში მონაწილეობდა დაახლოებით 15 000 პოლიციელი. დარბევაში მონაწილეობდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I, II, III სამმართველოები; კახეთის; აჭარის; ზუგდიდის; რუსთავის; მცხეთის; თბილისის; გორის; სამცხე-ჯავახეთის სამმართველოები; კრიმინალური პოლიცია; საოკუპაციო ხაზიდან მოხსნილი რამოდენიმე დანაყოფი. საზღვრის დაცვის დეპარტამენტი; საგანგებო სიტუაციების ცენტრი; სახელმწიფო დაცვის სპეციალური დეპარტამენტი; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.
განხორციელდა დაახლოებით 18 000 გასროლა ( გაზის და რეზინის)
– მსროლელები იყვნენ 100 .
– პარლამენტის შენობაში იყვნენ : გიორგი გახარია, მისი პირველი მოადგილე კახა საბანაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის უფროსი თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ზვიად ქაწაშვილი, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი კაკუჩაშვილი, საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძე. დარბევას ხელმძღვანელობდნენ: საბანაძე, ჩუბინიძე და სირაძე. მიმართულებებს მსროლელებს აძლევდა კაკიჩაშვილი.
ადგილზე გამოყვანილი ჰყავდათ: საფინანსო პოლიციის – 40, სასჯელაღსრულების – 40, კრიმინალური პოლიციის – 60, საზღვრის დაცვის – 50 სპეცრაზმელი.” – ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.