ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, ვასაძეს უკანონო ფორმირებების შექმნის ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრიანების ფაქტებზე გამოკითხავენ, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს.

ლევან ვასაძემ რამდენიმე დღის წინ “თბილისი პრაიდის” გამო ლეგიონის შექმნაზე გააკეთა განცხადება, თუმცა პრაიდის წინააღმდეგ დაგეგმილი პატრულირება მალევე გააუქმა. ამის მიზეზად ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ მხარდამჭერებთან ის გარემოება დაასახელა, რომ მისი ინფორმაციით, „დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ არ დაიცავს პრაიდის აქციას და ორგანიზატორებს მისი ჩატარება აუკრძალა“.

შსს-მ ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ლეგიონის შექმნის შესახებ ლევან ვასაძის განცხადების შემდეგ გამოძიება დაიწყო.