ლევან ვასაძე ზაქარია ქუცნაშვილს: ბოდიში არ არის საკმარისი, წადი, წყალში გადავარდი

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს პროვოკატორი და მოღალატე უწოდა და თანამდებობიდან წასვლა ურჩია.
„ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე. ბოდიში არ არის საკმარისი, ძმაო. წადი, წყალში გადავარდი ან გადადექი მაინც პარლამენტის დეპუტატის თანამდებობიდან. გაეთრიე მანდედან, რა“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადა.