ლელა ანჯაფარიძე: “ვინ წერს ამ სიმღერებს ან ვინ იგონებს? თან „ეროვნულობის პრეტენზიებით?“

სოციალურ ქსელში ლელა ანჯაფარიძე აქვეყნებს პოსტს, რომელშიც იხსენებს ძველი თბილისის ამბებს და ადარებს დღევანდელ მდგომარეობას…

“ესე მუსიკალურ სასოწარკვეთილებაზე…

გემოვნებზე რომ არ დაობენ, ეს ცხადია…

ღმერთმა არ ქნას, ყველა ადამიანს ერთი და იგივე გემოვნება რომ ქონდეს, მაგრამ ახლა ვზივარ სასოწარკვეთილი ჩემს ბროწეულებიან აივანზე, რადგანაც წიკლაურის მეზობლები ქეიფობენ და რა მუსიკაზე, იცით?

„დედიჩემის ჭაღარა“ – კლასიკაა ამასთან შედარებით“…

ან ვინ წერს ამ სიმღერებს ან ვინ იგონებს?

თან „ეროვნულობის პრეტენზიებით?“

თან სულ არა თბილისური…

ცეკვებიც დააყოლეს, გაუგებარი მოძრაობებით…

კივილით-წივილით…

ბოლოს ვიცი, რითიც დასრულდება, წინასწარ…

გახსოვთ, თბილისში რომ ჩაივლიდი და ფანჯრებიდან რომ

„მოგუდული“ ლამაზი სიმღერები ისმოდა,

თავაზიანი, მელოდიური, ისეთი, როგორიც ქართული მუსიკაა და

როგორიც ქართულ სუფრას ეკადრება…

მაინტერესებს, ჰამლეტ გონაშვილი საერთოდ თუ მოუსმენიათ და თუ იციან ვინ არის?

ვიფიქრე… ახლა გავიტან კომპიუტერს და ჩავურთავ, მაგრამ

ბატონი ჰამლეტის კდებამოსილ სინატიფეს და დახვეწილობას

ვერ ვაკადრე…

ჰომ გითხარით, უკვე ჩხუბი დაიწყო…

აღარც სიმღერა აღარ იციან და აღარც სმა… ”