ლელა ანჯაფარიძე: „მიშას დროს ეს რომ დამეწერა, ალბათ დამიჭრერდნენ, ახლა, თავისუფლად ვლაპარაკობ და არ მიჭერენ… მაგრამ არც მისმენენ…“

სოციალურ ქსელში ლელა ანჯაფარიძე აქვეყნებს პოსტს სათაურით „ უცნაური ესე…“, სადაც აღნიშნავს, რომ ქართულ პასპორტებში მამის სახელის არჩაწერა არ არის ევროპიზაცია, ეს პაპუასობაა.

„უცნაური ესე…
მიშას დროს ეს რომ დამეწერა, ალბათ დამიჭრერდნენ ,
როგორც უკულტურო და არათანამედეოვე დინოზავრს…
და გადამაშენებდნენ (პრინციპში ასეც მოხდა)…
ახლა, თავისუფლად ვლაპარაკობ და
არ მიჭერენ…
მაგრამ არც მისმენენ…
ყველა დინოზავრს თავისი აზრი აქვს და
რომელს დაედევნონ)))
ჩემი პირვწელი აზრია, რომ
ქართული პასპორტებში
მამის სახელის არჩაწერა
არ არის ევროპიზაცია…
ეს პაპუასობაა…
მე ქართულ პასპორტს პირიქით,
დედის სახელითაც გავალამაზებდი…
ყველა ქვეყნისგან განსხვავებით…
იმიტომ, რომ ჩვენ მამები და დედები გვიყვარს და
საბაჟოები უნდა თვალისწინებდნენ ამას,
როცა ხელში ქართული პასპორტი უკავიათ…
~მაპატიეთ, არავის თავზე არ ვახვევ ამ იდეას,
მაგრამ… უბრალოდ წარმოვიდგინე
იმ მებაჟეების გაკვირვებული სახეები.
საქართველოს პასპორტებში რომ ჩაიხედავენ)))
დედა და მამა უფრო მეტად ერთია და
განუმეორებელი,
სხვა ყველა ბიომონამცემებზე…“ – წერს ლელა ანჯაფარიძე.