ლეონიდ კრავჩუკი სააკაშვილს სამშობლოში დაბრუნებას ურჩევს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი, ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების მიზეზებს, უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს. „ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ სწრაფად მიანიჭა უკრაინის მოქალაქეობა სააკაშვილს პეტრო პოროშენკომ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ასევე მალე წაართვა. მე ვთვლი, რომ მსგავს საქციელში ეროვნული ინტერესები არ იკვეთება, აქ საქმე პირად ინტერესებთან გვქონდა,“ – აცხადებს ექს-პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი. მისივე თქმით, სააკაშვილს უკრაინაში თანამდებობების მიღების დიდი შანსი აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, მას სამშობლოში დაბრუნებას ურჩევს.