ლიეტუვას ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფებოდა- „ლიეტუვა საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. ყველაფერს გააკეთებს“

ლიეტუვას ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფებოდა.

-„ლიეტუვა საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. ყველაფერს გააკეთებს,  ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება განახლდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში საქართველოს დელეგაციები ეწვევიან“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებდა, -„ქართული ოცნება“ ქვეყანაში პოლიტიკური დიქტატურის დამყარების გზას დაადგა. ამის შესაძლებლობას მათ  სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნები არ მისცემენ.

სწორედ ამას ნიშნავს ლიტვის ელჩის მოსვლა. ის მოდის და აპირებს,  „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვამდე იყოს, პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს მხოლოდ ის, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკური დევნა ნიკა მელიას წინააღმდეგ, გათავისუფლდეს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა,  შემდგე შეიძლება გავაგრძელოთ მოლაპარაკებები – მივაღწიოთ შეთანხმებას ვადამდელ არჩევნებზე. დროა, ეს გააცნობიეროს ხელისუფლებამ“.