ლიზა ბოგუცკაია ვლადიმერ ზელენსკის სიტყვით გამოსვლაზე: რა იყო ეს? პლაგიატი? დივერსია?

უკრაინელი ჟურნალისტი ლიზა ბოგუცკაია ვლადიმერ ზელენსკის ბრიუსელში ვიზიტს და სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში აფასებს:

“რაც შეეხება ვლადიმერ ზელენსკის გამოსვლას ვერ ვხდები რა იყო ეს? პლაგიატი? დივერსია?

რაში გჭირდებათ ის, ვინც ასეთ უაზრო სიტყვით გამოსვლის ტექსტებს გიწერთ? ნუთუ არ შეგიძლიათ წესიერი ჟურნალისტი იპოვოთ, რომელიც წესიერი, შინაარსიანი და საინტერესო ტექსტის დაწერას შეძლებს?

მე პირადად შემიძლია მსგავსი 5 ადამიანი შემოგთავაზოთ, რომლებიც გაცილებით გასაგებ ტექსტებს დაგიწერენ,” – წერს ლიზა ბოგუცკაია

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ბრიუსელში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც მან ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა.