ლიკა კალანდაძე: ხედი, რომელიც აქამდე მქონდა, ცოტა ხანში აკლდამად გადამექცევა

ლიკა კალანდაძე საკუთარი ბინის ფანჯრიდან გადაღებულ სკანდალურ ვიდეო კადრებს ავრცელებს. მას ზუსტად ფანჯრის წინ უზარმაზარ კორპუსს უშენებენ და მთელი ცხოვრება ორი კედლის ცქერა მოუწევს. თბილისი აკლდამაში ჩასმულ ქალაქს დაემსგავსა – აცხადებს კადრების ავტორი.