ლუკას მოურამ „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“ კონტრაქტი კიდევ ხუთი წლით გაახანგრძლივა

ლუკას მოურამ „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“ კონტრაქტი კიდევ ხუთი წლით გაახანგრძლივა.  კლუბმა დღეს, ეს ოფიციალურად დაადასტურა.

მოურა ლონდონელებმა 2018 წელს „პარი სენ-ჟერმენიდან“ 30 მილიონ ევროდ შეიძინეს.

„ტოტენჰემი“ ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ამაში მოურის დიდი წვლილია. ნახევარფინალში „აიაქსს“ სამი გოლი გაუტანა და გუნდი ორი მატჩის ჯამში დამარცხებას გადაარჩინა.